logo
ENG



"ამ ფორმის მოწინააღმდეგე ვერ ვიქნები" - იოსელიანი სააკაშვილის სამაჯურით გათავისუფლებაზე

16 ივნ 202322:16
3 წუთის საკითხავი
 
"ამ ფორმის მოწინააღმდეგე ვერ ვიქნები" - იოსელიანი სააკაშვილის სამაჯურით გათავისუფლებაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელია წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის ნაცვლად ელექტორნული სამაჯური იქნას გამოყენებული. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

სააკაშვილის მიმართა სასჯელის ალტერნატიულ ფორმაზე ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა. სწორედ მაშინ ახსენა ზურაბიშვილმა ელექტრონული სამაჯური.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ როგორც სახალხო დამცველი ჰუმანური მიდგომის წინააღმდეგი ვერ იქნება.

"სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პატიმარი და სადაც მე ვხვდები, ვისაც ვხვდები, ყველასთან იმას ვსაუბრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური პატიმრების მიმართ. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული სამაჯური, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული ვადამელი გათავისუფლების მექანიზმი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, მე ვერ ვიქნები ასეთი ფორმის სასჯელის ფორმის მოწინააღმდეგე. არა მხოლოდ მასთან, ყველა პატიმართან, ვინც ამ კრიტერიუმებში შეიძლება მოხვდეს, მის მიმართ რომ იყოს გამოყენებული სამაჯური როგორც ალტერნატიული მექანიზმი და შეძლოს ამით სარგებლობა, მე მხოლოდ ვეთანხმები", - განაცხადა იოსელიანმა.


close დახურვა